| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ცხადაძეს (ქ. თბილისი 0179, მ. კოსტავას 1 შესახვევი N33) | ||||||||
ბატონო გიორგი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად განიხილა თქვენი მიმდინარე წლის 11 ნოემბრის №114686 წერილით გადმოგზავნილი მდინარე არაგვის აუზის ზედაპირული წყალამღებებისა და საინფილტრაციო სისტემების (ბოდორნის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, მისაქციელის, ნატახტარის, საგურამოს უბნები) სანიტარიული დაცვის ზონის (შემდგომში -სდზ) ანგარიში, რომელზეც წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს: 1. მდინარე არაგვის ხეობაში შექმნილი რთული ეკოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, იქმნება გარემოს დაბინძურების და ინფექციურ დაავადებების გავრცელების რეალური საფრთხე, რაც საჭიროებს სათანადო უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. პროექტის (ტომი I, პუნქტი 6.2. საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები) მიხედვით, მდინარე არაგვის წყლის დაბინძურების წყაროების შეფასებისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამაბინძურებლად ჩაითვალა მდინარის წყლების დაბინძურება სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებით, რადგანაც მდ. არაგვის აუზში განლაგებული დასახლებული პუნქტებიდან პრაქტიკულად არც ერთს არ აქვს საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა. ასევე, არ არის ხელმისაწვდომი დაგეგმილი გამწმენდი ნაგებობების (გუდაურის) მშენებლობასა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასთან (დუშეთსა და ფასანაურში) დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია; 2. პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი დაბინძურების წყაროა, ასევე, ჟინვალის წყალსაცავიდან ქვემო დინების მიმართულებით არსებული საკანალიზაციო კოლექტორი, რომლის მიზანიც იყო დუშეთიდან და თბილისი-სტეფანწმინდის გზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტებიდან საკანალიზაციო წყლების ევაკუაცია და გადატანა ცენტრალიზებულ სისტემაში. პროექტით ირკვევა, რომ დღეისათვის სისტემა ნაწილობრივ ფუნქციონირებს და საჭიროებს რეაბილიტაციას; 3. პროექტის მიხედვით, მდინარე არაგვის აუზში არის ადგილები, სადაც ხორციელდება მყარი სამშენებლო ნარჩენებისა და ზედმეტი გრუნტის განთავსება. ნარჩენები სპონტანურად არის დაყრილი ბუნებრივ დეპრესიებში და მდინარე არაგვის შენაკადების კალაპოტებში, რაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის მისი დაბინძურებისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, ანგარიშს დაემატოს სდზ-ის ტერიტორიების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისა და წყაროს დაბინძურებისაგან დაცვის გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი წყალმომარაგების წყაროების დამაბინძურებელი ობიექტებისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებული) განხორციელების ვადებისა და პასუხისმგებელი უწყებების/ორგანოების მითითებით. პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |